вторник, 24 июля 2018 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ.
დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები.
ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის ,რომ ტრენინგი გავლილდა ჩაგვეთვალოს,მინიმუმ 30 ქულა უნდა მოვაგროვოთ....
იმედს გამოვთქვამ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს.
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.
დიდი მადლობა ქალბატონ თამუნა მოლაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას!!!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 20 июля 2018 г.

მერვე დრე

    მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში,დავალების შესრულების სტრატეგიებში.ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაფერისი გრაფა. 
    ვიმუშავეთ google forms-ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ბლოგში შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ იდეების გენერირებისთვის.
დრევანდელ დღესაც სასიამოვნოდ დავიღალეთ.

среда, 18 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა  სლაიდების ნიმუშის შექმნა; ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ; გავეცანით  სასწავლო პროცესის დიფერენცირების სახითხებს და სწავლის ხელშეწყობის რესურსებს.

понедельник, 16 июля 2018 г.

მეექვსე დღე

დღევანდელ დღესაც სასიამოვნოდ დავიღალე. დავასრულე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. შევქმენი  მოსწავლის შეფასების სქემა, შევიმუშავე შეფასების რუბრიკები, გადავხედე სასწავლო პროექტს.

суббота, 14 июля 2018 г.

მეხუთე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით აავტორო უფლებებს. მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია ვებ-გვერდებიდან. ჩამოვტვირთე პრეზენტაციი ნიმუშები. შევქმენი მასწავლებლის პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდ ნაშრომიც. 

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნ...