вторник, 24 июля 2018 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ.
დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები.
ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის ,რომ ტრენინგი გავლილდა ჩაგვეთვალოს,მინიმუმ 30 ქულა უნდა მოვაგროვოთ....
იმედს გამოვთქვამ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს.
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.
დიდი მადლობა ქალბატონ თამუნა მოლაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას!!!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 20 июля 2018 г.

მერვე დრე

    მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში,დავალების შესრულების სტრატეგიებში.ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაფერისი გრაფა. 
    ვიმუშავეთ google forms-ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ბლოგში შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ იდეების გენერირებისთვის.
დრევანდელ დღესაც სასიამოვნოდ დავიღალეთ.

среда, 18 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა  სლაიდების ნიმუშის შექმნა; ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ; გავეცანით  სასწავლო პროცესის დიფერენცირების სახითხებს და სწავლის ხელშეწყობის რესურსებს.

понедельник, 16 июля 2018 г.

მეექვსე დღე

დღევანდელ დღესაც სასიამოვნოდ დავიღალე. დავასრულე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. შევქმენი  მოსწავლის შეფასების სქემა, შევიმუშავე შეფასების რუბრიკები, გადავხედე სასწავლო პროექტს.

суббота, 14 июля 2018 г.

მეხუთე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით აავტორო უფლებებს. მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია ვებ-გვერდებიდან. ჩამოვტვირთე პრეზენტაციი ნიმუშები. შევქმენი მასწავლებლის პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდ ნაშრომიც. 

четверг, 12 июля 2018 г.

მეოთხე დღე

დღე საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ შეფასების მეთოდები როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი. მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენის საშუალებები. შეფასების რუბრიკები.

вторник, 10 июля 2018 г.

მესამე დღე

რეფლექსია

მე ვთვლი,რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერად წარიმართა. გავსაზღვრე სასწავლო პროექტის მიზნები. გადმოვწერე ჩემი საგნის სტანდარტი და მოვარგე ჩემ სასწავლო პროექტს. შევიმუშავე შესაბამისი აქტივობები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.



суббота, 7 июля 2018 г.

მეორე დღე

რეფლექსია
გავეცანით სასწავლო პროექტის თემაზე პუბლიკაციების მომზადებას, ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები, ჩამოვტვირთე ისინი. შევქმენი ბუკლეტი დაგროვილი ცოდნის გამოყენებით.

პირველი დღე

რეფლექსია

გავეცანით ტრენერს და ერთმანეთს. გავეცანით ტრენინგმოდულებს, პროექტებით სწავლების მოდულებს. ვნახეთ ინტელის ელ. ვერსიები- ვიუერი.  ვნახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, საქაღალდეები.დავრეგისტრირდით ბლოგზე.უკვე დავინტერესდი პროექტების შესწავლით.

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნ...